Общее·количество·просмотров·страницы

понедельник, 19 декабря 2022 г.

სასკოლო პროექტი : "გაიგე მეტი ადგილობრივ თვითმმართველობაში მონაწილეობის შესახებ!"

ადგილობრივი თვითმმართველობა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. გზა, წყალი, სკვერი, პარკი, საბავშვო ბაღი, არაფორმალური საგანმანათლებლო ცენტრები, ერთი სიტყვით, ყველაფერი, რასაც ყოველდღიურად ვიყენებთ, სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის მოსაგვარებელი საკითხებია. ამიტომაც, მგონი, აუცილებელია, მის შესახებ ბევრი რამ ვიცოდეთ. ჩვენი პროექტი სწორედ ამ საკითხებს ეხება.





четверг, 15 декабря 2022 г.

სასკოლო პროექტი: „გაიგე მეტი ადგილობრივ თვითმმართველობაში მონაწილეობის ფორმების შესახებ“

   ქ.წალენჯიხის N 5 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა ერთობლივად დაგეგმეს სასკოლო პროექტი, რომლის სახელწოდებაა "„გაიგე მეტი ადგილობრივ თვითმმართველობაში მონაწილეობის ფორმების შესახებ". პროექტის მიზანია ცნობიერების ამაღლება და მონაწილეობის მნიშვნელობის გააზრება. ამ პროექტით მოსალოდნელი შედეგებია ის,  რომ გაიზრდება სასკოლო საზოგადოების ჩართულობა.გამყარდება კავშირი არა მხოლოდ სკოლის სტრუქტურულ ერთეულებთან, არამედ გარე ორგანიზაციებთან. ამ პროექტის დაგეგმილი აქტივობებია: 
  1.მოსწავლეები ჩაატარებენ გამოკითხვას სკოლაში და თემში, სახელწოდებით ვიცი ადგილობრივ თვითმმართველობაში მონაწილეობის ფორმის შესახებ!“ .
აქტივობის მიზანია მოსწავლეებმა მიიღონ ინფორმაცია თუ რა იციან საზოგადოების წევრებმა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ. 



2.“ერთი დღე თვითმმართველობაში“. აქტივობის ფარგლებში მოსწავლეები შეხვდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ისაუბრეს მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებზე.




3.ელექტრონული ბლოგის შექმნა, რომელშიც განთავსდება დემოკრატიის პრინციპებზე ინფორმაცია.სამუშაო შეხვედრების მოწყობა ბლოგის შექმნაზე, ბლოგის დიზაინის არჩევა.
ასე გამოიყურება ბლოგი 

 










ბლოგის შექმნისა და დამუშავების შემდეგ ნამუშევრებს გამოაქვეყნებენ სკოლის გვერდზე. 
4. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა დაამზადეს საინტერესო პოსტერები. იხილეთ ქვემოთ :
 პროექტის შეჯამება შეფასება: მოსწავლეები სკოლის საზოგადოებას წარუდგენენ განხორციელებული პროექტს, შეაფასებენ და შეაჯამენ შედეგებს.
 

  ადამიანის როლი საზოგადოებაში ძალიან მნიშვნელოვანია. პიროვნების აზრების პლურალიზმი, მრავალფეროვნება სამოქალაქო საზოგადოებაში ძალზედ მნიშვნელოვანია. ასევე ქვეყანაში სამართლიანობაა საჭირო რომ ვინმე არ გახდეს დისკრიმინაციის მსხვერპლი .მაგრამ ეს ასე თუ მოხდა პიროვნებას შეუძლია გამოიყენოს საკუთარი უფლებები რათა თავის ქვეყანაში თავს დაცულად გრძნობდეს. ამასთანავე ის საკუთარ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს . აუცილებელია თუ ადამიანი რომელსაც შესაძლებლობა აქვს გააკეთოს კეთილი საქმე, ქველმოქმედება  და ხელი შეუწყოს სხვის ბედნიერებას. აგრეთვე საზოგადოების კეთილდღეობისთვის საჭიროა დემოკრატია რათა საზოგადოებამ თავისუფლად იცხოვრონ და არ იყვნენ შეზღუდულები.
 პასუხისმგებლობა იმისა რომ ადამიანმა ნორმალურ პირობებში იცხოვროს .

ჩვენი პასუხისმგებლობა პირდაპირ დაკავსირებულია  ადგილობრივი თვითმმართველობის პასუხისმგებლობასთან, რადგანაც ჩვენ ვირჩევთ წარმომადგენლებს ხელისუფლებაში.. არასამთავრობო ორგანიზაციებიც მნიშვნელოვან საქმეს  აკეთებენ საზოგადოების კეთილდღეობისთვის, მათ დიდი წვლილი მიუძღვით ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასა და უზრუმველყოფაში.

 მაგალითად ისინი ინფორმაციას მედიის საშუალებით აქვეყნებენ და სხვებსაც აღუძრავენ სურვილს  დაეხმარონ ადამიანს.
     სტატიის ავტორი : მე-9 კლასის მოსწავლე ნინო კვარაცხელია
            
         ცოტა რამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტზე 
 წალენჯიხის მუნიციპალიტეტი მდებარეობს მდინარე ენგურისა და ჭანის-წყლის ხეობებში და შეადგენს 646,7კმ-ს. ახლანდელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1930 წლამდე შედიოდა ზუგდიდის მაზრაში ,1930 წელს გამოიყო ცალკე რაიონად. 1963-1964 წლებში შედიოდა ზუგდიდის რაიონში. საბჭოთა პერიოდში წალენჯიხის რაიონში განვითარებული იყო მეჩაიეობა, მეცხოველეობა და მეაბრეშუმეობა. მოქმედებდა 19 კოლმეურნეობა და ერთი საბჭოთა მეურნეობა. განვითარებული იყო კვების და ხე-ტყის მრეწველობა.

 გამოდიოდა გაზეთები ,,კომუნიზმის დროშით“ 2014 წელს განიხილებოდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გაყოფა წალენჯიხის და ჯვარის მუნიციპალიტეტებად. ჯვარის მუნიციპალიტეტში უნდა შესულიყო ქალაქი ჯვარი. აღნიშნული გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. 2021 წლისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში გია ხარჩილავა გახდა ოპოზიციის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელმაც არჩევნებში გაიმარჯვა და წალენჯიხის მერი გახდა. 


       სტატიის ავტორი : ვახო ბექაური